
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გურამ მაჭარაშვილი აირჩია.
გურამ მაჭარაშვილის კანდიდატურა საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალმა რვა უფრაქციო პარლამენტის წევრმა წარადგინა.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, კომიტეტის თავმჯდომარის ერთი მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს აქვს.