
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტების“ წევრი ილია ინჯია და ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ზურაბ რურუა მარტვილის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ.
პარლამენტის წევრებმა ახალგაზრდებთან ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს როლზე და საქმიანობის შესახებ ისაუბრეს. ყურადღება გაამახვილეს განათლების სისტემასა და განათლების რეფორმაზე.
„ახალგაზრდებთან შეხვედრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც ქვეყანაში აქტუალურია განათლების რეფორმა და ბუნებრივია, მათი მთავარი მიზნები და მისწრაფებები სწორედ ის საფუძველია, რომელზეც უნდა აიგოს უკეთესი საგანმანათლებლო სისტემა“, - განაცხადა ილია ინჯიამ.