
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ წევრი, ილია ინჯია სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც სტაჟირებას საქართველოს პარლამენტში გადიან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო დემოგრაფიულ პრობლემებს, განათლების ახალ რეფორმას, ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან ინვესტიციებსა და ყველა იმ გამოწვევას, რაც დღეს საქართველოს წინაშე დგას.
„მოხარული ვარ, რომ სტაჟიორები აქტიურად ინტერესდებიან ამ პროცესებით და მზად არიან, თავიანთი წვლილი შეიტანონ ქვეყნის წინსვლაში. მისასალმებელია, მათი სწავლისადმი დამოკიდებულება, მიზანდასახულობა და სამშობლოს სიყვარული.
მინდა, წარმატება ვუსურვო თითოეულ მათგანს, ისინი არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი. დარწმუნებული ვარ, ეს ახალგაზრდები ძალიან ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებენ ჩვენი სამშობლოს განვითარებისთვის, კეთილდღეობისთვის და უკეთესი ხვალინდელი დღისთვის“, - განაცხადა ილია ინჯიამ.