საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ინფორმაციის მოპოვება, შეგროვება და ანალიზი - ხელოვნური ინტელექტის დახმარებით

სასწავლო ცენტრი 05 ივნისი 2024
ინფორმაციის მოპოვება, შეგროვება და ანალიზი - ხელოვნური ინტელექტის დახმარებით

 

2024 წლის 4 ივნისს, სასწავლო ცენტრმა გამართა ტრენინგი პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის თემაზე: "ინფორმაციის მოპოვება, შეგროვება და ანალიზი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით". ტრენინგს უძღვებოდა ეკა აბაშიშვილი, PhD, სასწავლო ცენტრის წამყვანი სპეციალისტი და შიდა ტრენერი.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს:

  • ხელოვნური ინტელექტის ზოგადი შესაძლებლობები.
  • ხელოვნური ინტელექტის სამი ცნობილი პლატფორმა: ChatGPT, Copilot და Gemini.
  • ChatGPT-ის გამოყენება ოფიციალური მეილების, კვლევების და სხვა ტექსტების შექმნისთვის.
  • Copilot და Gemini-ის გამოყენება ინფორმაციის მოპოვებისა და ანალიზის მიმართულებებისთვის.

ტრენინგი მიზნად ისახავდა მონაწილეებისთვის პრაქტიკული ცოდნისა და უნარების გადაცემას, რომლებიც დაეხმარებათ ინფორმაციის ეფექტურად მართვაში და ანალიზში, თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენებით.