საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ინფორმაციის მოპოვება, შეგროვება და ანალიზი - ხელოვნური ინტელექტის დახმარებით

სასწავლო ცენტრი 06 Jun 2024
ინფორმაციის მოპოვება, შეგროვება და ანალიზი - ხელოვნური ინტელექტის დახმარებით

 

2024 წლის 6 ივნისს, სასწავლო ცენტრის ორგანიზებით ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: "ინფორმაციის მოპოვება, შეგროვება და ანალიზი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით". ტრენინგს უძღვებოდა ეკა აბაშიშვილი, სასწავლო ცენტრის წამყვანი სპეციალისტი და შიდა ტრენერი.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს: ხელოვნური ინტელექტის ზოგადი შესაძლებლობები, ხელოვნური ინტელექტის სამი ცნობილი პლატფორმა: ChatGPT, Copilot და Gemini.

ტრენინგი მიზნად ისახავდა  ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენებით მონაწილეებისთვის პრაქტიკული ცოდნისა და უნარების გადაცემას, რომლებიც დაეხმარებათ ინფორმაციის ეფექტურად მართვაში და ანალიზში.