საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ინფორმაციის მოპოვება, შეგროვება და ანალიზი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით

სასწავლო ცენტრი 14 Jun 2024
ინფორმაციის მოპოვება, შეგროვება და ანალიზი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით

 

დღეს, 14 ივნისს, სასწავლო ცენტრში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „ინფორმაციის მოპოვება, შეგროვება და ანალიზი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით“, რომელიც განკუთვნილი იყო პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის. ტრენინგს უძღვებოდა ეკა აბაშიშვილი, სასწავლო ცენტრის წამყვანი სპეციალისტი და შიდა ტრენერი.

ტრენინგი იყო ინტერაქტიული და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ ინფრომაცია სამუშაო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე. ისინი პრაქტიკულად გაეცნენ ChatGPT-ის, Copilot-ის და Gemini-ის შესაძლებლობებს, რაც მნიშვნელოვნად გაუმარტივებთ მათ ყოველდღიურ სამუშაოს.

სასწავლო ცენტრი მიზნად ისახავს თანამშრომლების პროფესიული უნარების გაძლიერებას და მათი სამუშაო პროცესის ეფექტურობის გაუმჯობესებას.