
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე დაზვერვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო ფორუმში მონაწილეობენ, რომელიც 31 აგვისტო - 1 სექტემბერს გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქ ლონდონში იმართება. აღნიშნული ფორუმი, ყოველწლიურად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება.
ლონდონის ფორუმის დღის წესრიგი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა, მათ შორის: სახელმწიფოებისგან მომდინარე გამოწვევები, ტექნოლოგიები და ინოვაცია, ენერგოუსაფრთხოება, კიბერუსაფრთხოება, ხელოვნური ინტელექტი, სტრატეგიული მინერალები, ადამიანებით ვაჭრობა, კოსმოსური ძალები, კრიპტოვალუტა და ციფრული აქტივები.
ღონისძიებას პარლამენტარები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და ექსპერტები მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან ესწრებიან.
ქართველი კანონმდებლები ფორუმში ღონისძიების დირექტორის და ორგანიზატორის, აშშ-ის ყოფილი კონგრესმენის, რობერტ პიტინჯერის მიწვევით მონაწილეობენ.