საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ირაკლი ქადაგიშვილი და გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის ახალგაზრდული საბჭოების წევრებს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 18 ივლისი 2024
ირაკლი ქადაგიშვილი და გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის ახალგაზრდული საბჭოების წევრებს შეხვდნენ

თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი და პარლამენტის წევრი გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოების წევრებს შეხვდნენ.


დეპუტატებმა ახალგაზრდებს საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციები და საქმიანობა გააცნეს.


ყურადღება გამახვილდა განათლებაზე და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე.


„შეხვედრაზე ძალიან ბევრ თემებს შევეხეთ, მათ შორის, განათლების საკითხებს. ვისაუბრეთ სასკოლო, პროფესიულ და უმაღლეს განათლებაზე. ასევე ახალგაზრდების კარიერულ განვითარებაზე“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.


შეხვედრას ესწრებოდნენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი და მერის მოადგილე ნინო ბატიაშვილი.


​ახალგაზრდებმა პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი დაათვალიერეს.