საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ირაკლი ქადაგიშვილი დელეგაციასთან ერთად იაპონიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

მედია და საზოგადოება 01 Apr 2025
ირაკლი ქადაგიშვილი დელეგაციასთან ერთად იაპონიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი ოფიციალური ვიზიტით იაპონიის ქალაქ უშიკუში იმყოფებიან.

ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე მიღებული გადაწყვეტილებით, თელავის მუნიციპალიტეტსა და იაპონიის ქალაქ უშიკუს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი ოფიციალურად გაფორმდება.

თელავსა და უშიკუს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი მოიცავს სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურულ, საგანმანათლებლო და სახელოვნებო მიმართულებებს.

მემორანდუმის ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია იაპონური დელეგაციის თელავში ვიზიტის დროს გაიმართება.
​

ქართული დელეგაციის წევრები ასევე ესტუმრნენ  იაპონური ძიუდოს კლუბსა და შატოს, რომელსაც ღვინის წარმოების 100 წლოვანი ისტორია აქვს.