საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ირაკლი ქადაგიშვილმა, გივი მიქანაძემ და პაატა სალიამ აზერბაიჯანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთეს

მედია და საზოგადოება 27 დეკემბერი 2024
ირაკლი ქადაგიშვილმა, გივი მიქანაძემ და პაატა სალიამ აზერბაიჯანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთეს

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე პაატა სალია აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში იმყოფებოდნენ.

 

საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვეს და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვეს.

 

„აზერბაიჯანის ავიახაზების“ კუთვნილმა სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა, 25 დეკემბერს, ყაზახეთის ქალაქ აქთაუში კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა. თვითმფრინავის ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 5 წევრი და 62 მგზავრი.