საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ირაკლი მეზურნიშვილი იაპონიის ელჩს შეხვდა

მედია და საზოგადოება 09 აგვისტო 2023
ირაკლი მეზურნიშვილი იაპონიის ელჩს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იშიძუკა ჰიდეკს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.


ირაკლი მეზურნიშვილის თქმით, საქართველოსა და იაპონიას შორის ურთიერთობები წინ მიიწევს და ამის ნათელი მაგალითია კომპანია TEPCO-ს (Tokyo Electric Power Company) ინვესტიციები საქართველოს ენერგეტიკულ სფეროში.


შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ორი ქვეყნის კულტურული პოტენციალსა და კულტურის პოპულარიზაციის შესაძლებლობებზე.


„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველოს პოპულარიზაცია მოვახდინოთ იაპონიაში და გავაცნოთ ჩვენი ქვეყნის კულტურა“, - აღნიშნა ირაკლი მეზურნიშვილმა.


შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს დოკუმენტური ფილმის „მეოთხედი საუკუნის“ შესახებ, რომელიც საქართველო-იაპონიის კულტურულ-დიპლომატიურ ურთიერთობებს ეხება. ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებით, ეს არის შესაძლებლობა, რომ არა მარტო იაპონელებმა გაიცნონ უკეთ საქართველო, არამედ ქართველებმა - იაპონია. მისივე ინფორმაციით, ფილმის პრემიერა აგვისტოს მეორე ნახევარში იგეგმება.