საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ირაკლი მეზურნიშვილი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

მედია და საზოგადოება 28 ნოემბერი 2025
ირაკლი მეზურნიშვილი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველო-იაპონიის ორმხრივი ურთიერთობები მიმოიხილეს. ირაკლი მეზურნიშვილმა დიპლომატს იაპონიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხზე საუბრისას, მხარეებმა იაპონიის და საქართველოს დაძმობილებულ ქალაქებს შორის ურთიერთობის დამყარების იდეა განიხილეს.


აღინიშნა, რომ ორივე ქვეყნაში, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით მდიდარი არაერთი ქალაქია და საინტერესო იქნება სამომავლოდ მათი დაკავშირება და დაახლოება.


მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ, მომავალი წლის დასაწყისში დაძმობილებულ ქალაქებს შორის მემორანდუმი გაფორმდება. პარლამენტის წევრისა და იაპონელი დიპლომატის შეფასებით, ორი ქვეყნის მუნიციპალიტეტებს შორის დაძმობილებული ქალაქების პროექტი საქართველო-იაპონიის თანამშრომლობასა და ურთიერთობებს კიდევ უფრო ნაყოფიერს გახდის.