საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ირაკლი მეზურნიშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

მედია და საზოგადოება 23 Nov 2025
ირაკლი მეზურნიშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში (PABSEC) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მეუზრნიშვილმა  ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც  ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიმართა. 
 
კომიტეტზე ასამბლეის  გასული წლის აქტივობების შესახებ მოხსენების პროექტი წარადგინეს და  მომდევნო წლის საბიუჯეტო საკითხები განიხილეს. 
 
ღონისძიების ფარგლებში ირაკლი მეზურნიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან რაია ნაზარიანთან.