
ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, რუსთავის და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი ახალგაზრდებს შეხვდა.
რუსთავის ახალგაზრდობის ცენტრის პროექტის „მართე შენი ქალაქის“ მონაწილეები, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები პარლამენტში საკანონმდებლო საქმიანობას გაეცნენ. ისინი პარლამენტის პლენარულ სხდომას დაესწრნენ, პირველი რესპუბლიკის დარბაზში კი იმიტირებული სხდომა გამართეს.
შეხვედრაზე, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია და ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ალექსანდრე დალაქიშვილი, ისაუბრეს პარლამენტის როლზე სახელმწიფოს მართვის სისტემაში.
დეპუტატებმა უპასუხეს ახალგაზრდების შეკითხვებს. სტუდენტებმა დაათვალიერეს პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმი.