
რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის დელეგატი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა.
შეხვედრაზე რუსთავში მიმდინარე და ახალ პროექტებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილა განათლების ახალ რეფორმაზე.
„მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ დაათვალიერონ პარლამენტი და გაეცნონ საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას. შეხვედრაზე ვისაუბრეთ მათთვის აქტუალურ საკითხებზე და განვიხილეთ ახალგაზრდების ხედვა რუსთავის განვითარებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი შატაკიშვილმა.
შეხვედრის ფარგლებში, მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი და პარლამენტის სასახლე დაათვალიერეს.