საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ირაკლი შატაკიშვილი ვაზიანის სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 28 Oct 2025
ირაკლი შატაკიშვილი ვაზიანის სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა

რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის დელეგატი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის ვაზიანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა.

შეხვედრაზე ირაკლი შატაკიშვილმა სტუმრებს პარლამენტისა და საპარლამენტო კომიტეტების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, სადაც მოსწავლეებმა, იმიტირებული საკომიტეტო სხდომის ფორმატში, მათთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს და საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს.

პარლამენტში სტუმრობის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი დაათვალიერეს და პლენარულ სხდომათა დარბაზს ეწვივნენ, სადაც საშუალება მიეცათ, პლენარული სხდომის მიმდინარეობას დასწრებოდნენ.