
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე კომიტეტის წევრებმა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ზაალ მიქელაძის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ზაალ მიქელაძის კანდიდატურა საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი უფრაქციო პარლამენტის წევრებმა, კერძოდ, სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა, გურამ მაჭარაშვილმა, ეკა სეფაშვილმა, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, დავით კაჭარავამ და ვიქტორ ჯაფარიძემ წარადგინეს.