
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.
ლევან მახაშვილი ახალგაზრდებს საქართველოში პარლამენტარიზმის განვითარების ეტაპებზე ესაუბრა. ასევე, მიმოიხილა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და ის შიდა და გარე ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენდნენ ამ ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ახალგაზრდების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და მომავალი შეხვედრებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.