საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

მარიამ ლაშხი და გიორგი ჩაკვეტაძე აზერბაიჯანის მმართველი პარტიის „ახალი აზერბაიჯანი" ახალგაზრდული კავშირის წევრებს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 04 Dec 2025
მარიამ ლაშხი და გიორგი ჩაკვეტაძე აზერბაიჯანის მმართველი პარტიის „ახალი აზერბაიჯანი" ახალგაზრდული კავშირის წევრებს შეხვდნენ

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე აზერბაიჯანის მმართველი პარტიის „ახალი აზერბაიჯანი" ახალგაზრდული კავშირის წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის განათლების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.


„შეხვედრაზე ვისაუბრეთ განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე, მათ შორის სტუდენტების გაცვლით პროგრამებზე. ასევე, ერთობლივ ინიციატივებსა და კვლევით საქმიანობაზე“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

დელეგაციას ახალგაზრდული კავშირის თავმჯდომარე ბახტიარ ისლამოვი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში შედის აზერბაიჯანის პარლამენტის (მილი მეჯლისი) დეპუტატი საბინა ხასაევა.

პარლამენტში გამართულ შეხვედრას „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.