საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

მარიამ ლაშხი და ირაკლი შატაკიშვილი გერმანიაში შეხვედრებს განაგრძობენ

მედია და საზოგადოება 07 Dec 2023
მარიამ ლაშხი და ირაკლი შატაკიშვილი გერმანიაში შეხვედრებს განაგრძობენ

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრი, პროფესიული განათლების საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი გერმანიაში შეხვედრებს განაგრძობენ.


სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მარიამ ლაშხმა და ირაკლი შატაკიშვილმა პროფესიული განათლების ფედერალურ ინსტიტუტში შეხვედრა გამართეს.


აღნიშნული ინსტიტუტი პროფესიული განათლების მიმართულებით კვლევების ჩატარებასა და სახელმწიფოსთვის კონსულტაციების გაწევას უზრუნველყოფს. შეხვედრაზე პროფესიული განათლების დაფინანსების მოდელსა და პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრასთან დაკავშირებით ისაუბრეს.


​საქართველოს პარლამენტის წევრებს გერმანიის პროფესიული განათლების ის მექანიზმები და ინსტრუმენტები გააცნეს, რისი საშუალებითაც, გერმანიის პროფესიული განათლების მოდელი წარმატებას ინარჩუნებს.


ასევე ისაუბრეს Erasmus+ ფარგლებში პროფესიული სტუდენტებისთვის დამატებით შესაძლებლობებზე.


მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ და საქართველოში პროფესიული განათლების განვითარებისთვის, კონსულტაციების, რეკომენდაციებისა და სიღრმისეული კვლევის მიზნით, დეპუტატებმა ინსტიტუტის წარმომადგენლები საქართველოში მოიწვიეს.


​გერმანულმა მხარემ პროფესიული განათლების მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მიზნით სრული მზადყოფნა და მხარდაჭერა გამოხატა.