საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

მარიამ ლაშხი და ირაკლი შატაკიშვილი თემატური მოკვლევის ფარგლებში კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 29 Feb 2024
მარიამ ლაშხი და ირაკლი შატაკიშვილი თემატური მოკვლევის ფარგლებში კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი მარიამ ლაშხი და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი პროფესიული განათლების შესახებ თემატური მოკვლევის ფარგლებში კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.


შეხვედრაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში მიმდინარე მოკვლევაზე ისაუბრეს, რომლის მიზანია პროფესიული განათლების დაფინანსების მოდელთან დაკავშირებით არსებული გამოწვევების გამოკვეთა, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამების განსაზღვრა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის დადგენა.


განსაკუთრებული ყურადღება გამახვილა საქართველოში პროფესიული განათლების პოპულარიზაციაზე და პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობაზე.


„შეხვედრა გვქონდა კერძო კომპანიების ადამიანური რესურსების მართვის რგოლთან. მოვისმინეთ საჭიროებები და გამოწვევები, რაც მათ აქვთ დასაქმების კუთხით. განვიხილეთ, როგორ უნდა გავაძლიეროთ კერძო სექტორის ჩართულობა, როგორც სწავლების პროცესში, ასევე სწავლის ხარისხის განვითარების კუთხით და როგორ უნდა მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან სწორი ინსტრუმენტების შემუშავება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად წახალისდეს კერძო სექტორისა და პროფესიული განათლების ერთობლივი მუშაობა. ასევე მოვისმინეთ საინტერესო იდეები საქართველოში პროფესიული განათლების პოპულარიზების მხრივ“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.


მოკვლევის დასკვნით ეტაპზე კომიტეტი პროფესიული განათლების განვითარების მიმართულებით პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებებისთვის შესაბამის რეკომენდაციებს გასცემს.