საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

მარიამ ლაშხი და რატი იონათამიშვილი უსინათლოთა თემის წარმომადგენლებს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 27 მარტი 2023
მარიამ ლაშხი და რატი იონათამიშვილი უსინათლოთა თემის წარმომადგენლებს შეხვდნენ

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი და დეპუტატი რატი იონათამიშვილი უსინათლოთა თემის წარმომადგენლებს შეხვდნენ.


შეხვედრაზე მცირე მხედველთა და უსინათლოთა საჭიროებების შესახებ ისაუბრეს. განიხილეს უსინათლოთა და მცირე მხედველთა პრობლემები და განათლების სფეროში მათი ინტეგრაციის საკითხები.


„ვისაუბრეთ უსინათლო ადამიანების წინაშე არსებულ გამოწვევებზე განათლების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. საუბარი ასევე შეეხო „მარაქეშის ხელშეკრულების“ რატიფიცირების საკითხს, რომელიც საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საკანონმდებლო ჩარჩოს მოაწესრიგებს იმისათვის, რომ უსინათლოებს ჰქონდეთ განათლებაზე ხელმისაწვდომობა და შეეძლოთ სამეცნიერო და კვლევით საქმიანობაში ჩართვა“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.


შეხვედრას ასევე ესწრებოდა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრი ბაია კვიციანი.