
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ზოგადი და უმაღლესი განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმებზე, მათ მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებზე.კომიტეტის თავმჯდომარემ ახალგაზრდებს ცვლილებების არსი და ის სიახლეები გააცნო, რომელსაც რეფორმა მოსწავლეებს, სტუდენტებსა და პედაგოგებს მისცემს.
მარიამ ლაშხი ახალგაზრდებს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის საქმიანობაზე ესაუბრა და მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო ინიციატივების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
სტუდენტებმა პარლამენტის შენობა დაათვალიერეს და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმს ეწვივნენ.