საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ნინო წილოსანი ბუღალტერთა კავშირის წარმომადგენლებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 08 აგვისტო 2024
ნინო წილოსანი ბუღალტერთა კავშირის წარმომადგენლებს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი ბუღალტერთა კავშირის წარმომადგენლებს შეხვდა.
 
შეხვედრაზე ქალების პროფესიული და ეკონომიკური გაძლიერების საკითხზე ისაუბრეს.
 
„ბუღალტერთა კავშირს, ძირითადად, ქალები წარმოადგენენ. გენდერული საბჭოსთვის მნიშვნელოვანია ყველა ის დიდი ჯგუფი, რომელიც ქალებისგან შედგება. შეხვედრაზე ვისაუბრეთ თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ერთობლივად, ერთი მხრივ, სახელმწიფომ და მეორე მხრივ, აღნიშნულმა კავშირმა, რომ გავერთიანდეთ საერთო მიზნისთვის, რაც ქალების პროფესიულ და ეკონომიკურ გაძლიერებასა და გენდერულ თანასწორობას გულისხმობს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.