საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ნინო წილოსანი და გიორგი ჩაკვეტაძე ქართველ და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ სტუდენტებს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 17 დეკემბერი 2025
ნინო წილოსანი და გიორგი ჩაკვეტაძე ქართველ და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ სტუდენტებს შეხვდნენ

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე პროექტის „საქართველოს სტუდენტების ეთნოსთაშორისი ურთიერთობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის“ ფარგლებში, ქართველ და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს შეხვდნენ. 

 

სტუდენტებმა საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს სხვადასხვა თემაზე მომზადებული მოხსენებები წარუდგინეს. განხილულ საკითხებს შორის იყო: რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებები, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობები, სასკოლო და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა, ასევე ქართული ენის სწავლების გამოწვევები აზერბაიჯანულენოვან მოსწავლეებში.

 

„აღსანიშნავია რომ ა(ა)იპ „ახალი თაობა პროგრესისთვის“, ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს -„საქართველოს სტუდენტების ეთნოსთაშორისი ურთიერთობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა“, რომლის მთავარი მიზანი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტების ინტეგრაციაა. სტუდენტებისგან მოვისმინეთ იდეები და რეკომენდაციები, რომლებსაც გავითვალისწინებთ და შესაბამის აქტივობებს შევიმუშავებთ“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ახალგაზრდებმა პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი დაათვალიერეს.