საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ნინო წილოსანმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პირმისაანთკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

მედია და საზოგადოება 16 დეკემბერი 2025
ნინო წილოსანმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პირმისაანთკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პირმისაანთკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს უმასპინძლა.


შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაზე, საკანონმდებლო ორგანოს სტრუქტურასა და ფუნქციებზე.


ნინო წილოსანი ახალგაზრდებს განათლების მნიშვნელობასა და ქვეყნის განვითარებაში ახალგაზრდების როლზე ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე სტაჟირების პროგრამაზე.


სოფელ პირმისაანთკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში მიესალმნენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და პარლამენტის წევრები.


საკანონმდებლო ორგანოში სტუმრობის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებმა პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი დაათვალიერეს.