საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ნოდარ ტურძელაძე და ბექა დავითულიანი თბილისის 54-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 03 აპრილი 2024
ნოდარ ტურძელაძე და ბექა დავითულიანი თბილისის 54-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილეები ნოდარ ტურძელაძე და ბექა დავითულიანი თბილისის 54-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ.


შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები მიმოიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობაზე.


ახალგაზრდებმა პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი დაათვალიერეს.


პლენარულ სხდომათა დარბაზში მოსწავლეებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიესალმა.