
პარლამენტის სასწავლო ცენტრი აგრძელებს ონლაინტრენინგებს პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, როგორც პროფესიული, ისე პიროვნული განვითარების მიმართულებებით.
დღეს ჩატარდა გეგმით გათვალისწინებული ტრენინგი თემაზე - მდგრადი განვითარების მიზნების შესრულება საქართველოში.
ტრენინგზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
ტრენერის მიერ წარმოდგენილი ვიზუალური მასალა ხელს უწყობდა დამსწრეებს საკითხის უკეთ აღქმაში. ტრენინგი იყო ინტერაქტიული და მონაწილეებმა მათ მიერ დასმულ ყველა შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს.
ტრენინგს უძღვებოდა ანატოლი კორეპანოვი, სასწავლო ცენტრის შიდა ტრენერი.
ტრენინგი ჩატარდა ვებექსის (Webex) ონლაინპლატფორმის მეშვეობით.