საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

პაატა კვიჟინაძე USAID-ის წარმომადგენლებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 27 თებერვალი 2024
პაატა კვიჟინაძე USAID-ის წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „საჯარო მმართველობის პროგრამის“ ხელმძღვანელს რიჩარდ ჰეიზელვუდს შეხვდა.


სამუშაო შეხვედრაზე თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა USAID-ის „საჯარო მმართველობის პროგრამის“ ხელმძღვანელებს და შეთანხმდნენ, რომ სამომავლოდ თანამშრომლობა კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება და გაღრმავდება.


​შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ USAID-ის პროგრამის წარმომადგენლები: ირინა არაბიძე, ლინა პანტელეევა და გივი ჭანუყვაძე.