საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

პარლამენტი მიმდინარე პლენარული სხდომების კვირაში, ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მოუსმენს

მედია და საზოგადოება 24 Nov 2025
პარლამენტი მიმდინარე პლენარული სხდომების კვირაში, ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მოუსმენს

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, 25-28 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე განსახილველი საკითხები განსაზღვრეს. მიმდინარე პლენარული სხდომების კვირაში პარლამენტი, ინტერპელაციის წესით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მოუსმენს.

შეკითხვებით პრემიერ-მინისტრს ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა. კანონმდებლები ასევე იმსჯელებენ დაჩქარებული და გამარტივებული წესით განსახილველ კანონპროექტებზე.


ბიუროს სხდომაზე ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრეს და საორგანიზაციო საკითხებს გაეცნენ.