საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

პარლამენტის აპარატის უფროსად კახა ოქროჯანაშვილი დაინიშნა

აპარატი 03 Feb 2025
პარლამენტის აპარატის უფროსად კახა ოქროჯანაშვილი დაინიშნა

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსად კახა ოქროჯანაშვილი დაინიშნა.


​პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კახა ოქროჯანაშვილის დანიშვნის ბრძანებას 30 იანვარს მოაწერა ხელი.


​კახა ოქროჯანაშვილი სხვადასხვა წლებში მუშაობდა: საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილედ, სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილედ.