საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსად ნინო შავგულიძე დაინიშნა

აპარატი 19 დეკემბერი 2025
პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსად ნინო შავგულიძე დაინიშნა

პარლამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსად ნინო შავგულიძე დაინიშნა.

ნინო შავგულიძე დღემდე იკავებდა პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის მოადგილის თანამდებობას, მანამდე იყო პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი. აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის 12-წლიანი გამოცდილება, სხვადასხვა წლებში მუშაობდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და დედაქალაქის საკრებულოში. არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.