საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ სოზარ სუბარი აირჩიეს

პლენარული სხდომები 13 დეკემბერი 2024
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ სოზარ სუბარი აირჩიეს

საკანონმდებლო ორგანომ პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ სოზარ სუბარი აირჩია. მის კანდიდატურას მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა.


პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოზარ სუბარს მე-11 მოწვევის პარლამენტის საქმიანობაში წარმატებები უსურვა.


პარლამენტის რეგლამენტის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მეორე პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე სოზარ სუბარის კანდიდატურა პოლიტიკურმა ჯგუფმა „ხალხის ძალამ“ წარადგინა.