
საკანონმდებლო ორგანომ მესამე მოსმენით, 82 ხმით „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო.
კანონპროექტი, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.
ცვლილების თანახმად, შეიქმნება სამართლებრივი საფუძველი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებას მისცემს საბაჟო ორგანოსთან კოორდინაციით განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით.