საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

პარლამენტში მრავალშვილიანი ოჯახებისთვის სახელმწიფო სერვისებისა და შეღავათების საკითხზე სამუშაო შეხვედრები გაიმართა

მედია და საზოგადოება 13 ნოემბერი 2025
პარლამენტში მრავალშვილიანი ოჯახებისთვის სახელმწიფო სერვისებისა და შეღავათების საკითხზე სამუშაო შეხვედრები გაიმართა

პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა პარლამენტში მრავალშვილიანი ოჯახებისთვის სახელმწიფო სერვისებისა და შეღავათების საკითხზე სამუშაო შეხვედრები გამართა.

მარიამ ლაშხი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ამჟამად მოქმედი სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამები განიხილეს, გამოიკვეთა საჭიროებები და სამომავლო მიმართულებები, რომლებიც მიზნად ისახავს დამატებითი შესაძლებლობებისა და შეღავათების შექმნას მრავალშვილიანი ოჯახების მხარდასაჭერად.

როგორც მარიამ ლაშხმა აღნიშნა, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისია მომავალშიც გააგრძელებს უწყებათაშორის თანამშრომლობასა და თემატურ განხილვას, რათა საჯარო პოლიტიკა კიდევ უფრო ეფექტურად პასუხობდეს ქალთა და ბავშვთა ინტერესებს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გრეტა წიწავა.