
პარლამენტის სასწავლო ცენტრის მიერ იანვარ-თებერვალში ჩატარდა საჭიროებათა კვლევა, რომლის მიზანიც იყო პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა საჭიროებების გამოვლენა, მათივე საქმიანობიდან გამომდინარე.
სწორედ ამ კვლევაზე დაყრდნობით, სასწავლო ცენტრმა ივნისი-ივლისის განმავლობაში დაგეგმა ონლაინტრებინგები, რომლებიც თანამშრომელთა კვალიფიკაცის ამაღლებას ემსახურება როგორც პროფესიული, ისე პიროვნული განვითარების მიმართულებებით.
დღეს ჩატარდა გეგმით გათვალისწინებული პირველი ტრენინგი თემაზე - ეფექტური კომუნიკაცია.
ონლაინრეჟიმის მიუხედავად, პიროვნული განვითარების აღნიშნულ ტრენინგში აქტიურად იყო ჩართული თითოეული მონაწილე და განიხილავდა შეხვედრაზე წარმოდგენილ შემდეგ თემებს:
ტრენერის მიერ წარმოდგენილი ვიზუალური მასალა ხელს უწყობდა დამსწრეებს საკითხის უკეთ აღქმაში. ტრენინგი იყო ინტერაქტიული და მონაწილეებმა მათ მიერ დასმულ ყველა შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს.
ტრენინგს უძღვებოდა თეა ლობჟანიძე, პარლამენტის სასწავლო ცენტრის მოწვეული სპეციალისტი.
ტრენინგი ჩატარდა ვებექსის (Webex) ონლაინპლატფორმის მეშვეობით.