საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

რატი იონათამიშვილი სომხეთის ელჩს შეხვდა

მედია და საზოგადოება 10 ივლისი 2025
რატი იონათამიშვილი სომხეთის ელჩს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა.


შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალმხრივი ურთიერთობების დინამიკა განიხილეს. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს და სომხეთს შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.

„შეხვედრისას ვისაუბრეთ ქართველი და სომეხი ხალხის ტრადიციულ, მეგობრულ ურთიერთობებზე და ამ ტრადიციების კიდევ უფრო განვითარების შესაძლებლობებზე. ელჩისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო სამოქალაქო ინტეგრაციის ჭრილში კომიტეტის საქმიანობა“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.


მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატეს.