საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

რატი იონათამიშვილი თელავის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

მედია და საზოგადოება 17 ივლისი 2025
რატი იონათამიშვილი თელავის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი თელავის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა.

კომიტეტის თავმჯდომარე ცენტრის საქმიანობას გაეცნო, ასევე შეხვდა ბენეფიციარებს და მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ცენტრის მხარდაჭერის მნიშვნელობას და დამოუკიდებელი ცხოვრების პრინციპების ხელშეწყობას მუნიციპალიტეტში. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ახალ, პერსონალური ასისტენტის, პროგრამაზე. თელავი ერთ-ერთი მუნიციპალიტეტია, სადაც აღნიშნული პროგრამა წარმატებით ფუნქციონირებს. მიუხედავად ამ დადებითი ტენდენციისა, არსებობს რიგი ბარიერები, რომლის აღმოფხვრაც სამომავლოდ დაიგეგმა.

შშმ პირთა უფლებების გაძლიერებისკენ მიმართული ინიციატივებისადმი მხარდაჭერა გამოხატა თელავის მერმა ლევან ანდრიაშვილმა და მზადყოფნა გამოთქვა ამ კუთხით მომავალშიც გააგრძელოს მუშაობა.