საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ირაკლი შატაკიშვილი აირჩიეს

მედია და საზოგადოება 03 სექტემბერი 2025
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ირაკლი შატაკიშვილი აირჩიეს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ირაკლი შატაკიშვილი აირჩიეს.

კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილ კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირეს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ირაკლი შატაკიშვილს საკომიტეტო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„მუშაობის პროცესში ყველა იმ პრინციპს დავიცავ, რომელიც ჩვენი ქვეყნის, განსაკუთრებით კი საგარეო პოლიტიკის გაძლიერებასთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა ირაკლი შატაკიშვილმა.

მან კოლეგებს ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა.