საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

საკანონმდებლო ორგანომ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის ვადის ცვლილებას მხარი დაუჭირა

პლენარული სხდომები 17 დეკემბერი 2025
საკანონმდებლო ორგანომ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის ვადის ცვლილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა 81 ხმით, მესამე მოსმენით „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა.


კანონპროექტის თანახმად, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის ვადა ნაცვლად 4 წლისა, განისაზღვრება 6 წლით.


ამ კანონის ამოქმედებამდე ავტორიზებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელებას (დაწესებულება), ჩაითვლება ავტორიზებულად ავტორიზაციის მინიჭებიდან 6 წლის ვადით.


​კანონპროექტის ავტორია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ხოლო ინიციატორი - საქართველოს მთავრობა.