საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

საკანონმდებლო ორგანომ „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონის ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პლენარული სხდომები 17 დეკემბერი 2025
საკანონმდებლო ორგანომ „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონის ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 80 ხმით მხარი დაუჭირა „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს.

ცვლილების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კადრების მომზადებას სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია განახორციელებს. სახელმწიფო უსაფრთხოების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სამაგისტრო პროგრამისა და სათანადო სასწავლო კურსის ფარგლებში, სტუდენტებისთვის სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენას, შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და გადამზადებას უზრუნველყოფს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.