საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

საკანონმდებლო ორგანომ თორნიკე ფაღავას პარლამენტის წევრად არჩევას მხარი დაუჭირა

პლენარული სხდომები 03 Sep 2025
საკანონმდებლო ორგანომ თორნიკე ფაღავას პარლამენტის წევრად არჩევას მხარი დაუჭირა

საკანონმდებლო ორგანომ პარლამენტის გამოკლებული წევრის, მამუკა მდინარაძის ადგილმონაცვლის, თორნიკე ფაღავას პარლამენტის წევრად არჩევას მხარი დაუჭირა.


თორნიკე ფაღავას პარლამენტის წევრად არჩევის დადგენილების პროექტს 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

დღეს პარლამენტმა, მამუკა მდინარაძე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე აირჩია.