
საქართველოს პარლამენტის აპარატი სტაჟირების მსურველთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს.
პარლამენტის აპარატის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის ხანგრძლივობაა 3 თვე.
სტაჟირების პროგრამა ხელს შეუწყობს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების სამომავლო კარიერულ განვითარებას და მათ აქტიურ ჩართულობას საჯარო სამსახურში.
სტაჟირების გავლის მსურველმა პირმა 2025 წლის 20 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს ელექტრონული ფოსტით (მისამართი: stajireba@parliament.ge)
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის ნახვა შეუძლიათ საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე (https://parliament.ge/internships)