საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

საქართველოს პარლამენტის აპარატის განცხადება საპარლამენტო ჟურნალისტის სააკრედიტაციო განაცხადების მიღების შესახებ

განცხადებები 24 ნოემბერი 2025

2026 წლისთვის საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის მიღების თაობაზე განაცხადები დაინტერესებული მედიასაშუალების წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირებმა 2025 წლის 1 დეკემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ.

 

საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის მისაღებად დაინტერესებულმა მედიასაშუალებამ უნდა შეავსოს და წარმოადგინოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის“ დანართი №1-ით გათვალისწინებული განაცხადის ფორმა.

 

სააკრედიტაციო განაცხადს უნდა დაერთოს:

 

  • ჟურნალისტის პირადობის/ბინადრობის მოწმობის ასლი;
  • ჟურნალისტის ფოტოსურათის (ზომა − 3X4) ელექტრონული ვარიანტი;
  • ბეჭდვითი ორგანოს შემთხვევაში – მის მიერ სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენამდე ბოლო 2 თვის განმავლობაში დაბეჭდილ გამოცემათა ეგზემპლარები (მოთხოვნა არ ვრცელდება იმ ბეჭდვით ორგანოზე, რომელიც დაფუძნდა სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენამდე არაუგვიანეს 2 თვისა);
  • მაუწყებლის შემთხვევაში – მასზე შესაბამისი ავტორიზაციის/ლიცენზიის გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

 

მედიასაშუალების სახეობის მიხედვით დასაშვებია შემდეგი რაოდენობის გადამღები  ჯგუფის დასაკომპლექტებლად საჭირო ჟურნალისტის აკრედიტაცია:

 

  • ბეჭდვითი ორგანოს (გაზეთის, ჟურნალის) შემთხვევაში – არაუმეტეს 3 ჟურნალისტისა;
  • რადიომაუწყებლის შემთხვევაში – არაუმეტეს 2 ჟურნალისტისა;
  • ონლაინგამოცემის შემთხვევაში – არაუმეტეს 4 ჟურნალისტისა;
  • ტელემაუწყებლის შემთხვევაში:

ა) საზოგადოებრივი ტელემაუწყებლისა – არაუმეტეს 15 გადამღები ჯგუფის დასაკომპლექტებლად საჭირო რაოდენობის ჟურნალისტისა;

ბ) საერთო საეთერო ეროვნული ტელემაუწყებლისა – არაუმეტეს 15 გადამღები ჯგუფის დასაკომპლექტებლად საჭირო რაოდენობის ჟურნალისტისა;

გ) სხვა ტელემაუწყებლისა – არაუმეტეს 3 გადამღები ჯგუფის დასაკომპლექტებლად საჭირო რაოდენობის ჟურნალისტისა.

 

2026 წლისთვის გაცემული საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაცია იმოქმედებს 2026 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

 

სააკრედიტაციო განაცხადი მედიასაშუალების წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირმა უნდა წარადგინოს შემდეგ მისამართზე:

 

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის აპარატის საქმისწარმოების დეპარტამენტი

ქ. თბილისი, 0108, შოთა რუსთაველის გამზირი N8

ან გამოიგზავნოს ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: contact@parliament.ge

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 228-16-83

  • საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი
  • დანართი №1