საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2024 წლის 13 დეკემბრის სხდომის გადაწყვეტილება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ - ს რეგისტრაციის შესახებ

განცხადებები 13 დეკემბერი 2024

საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2024 წლის 13 დეკემბრის სხდომის N10/1 გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 228 პრიმა მუხლის შესაბამისად, დარეგისტრირდა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“.

 

საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფში გაერთიანებულები არიან პარლამენტის შემდეგი წევრები: სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, ეკა სეფაშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ზაალ მიქელაძე.

 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარედ არჩეულია დიმიტრი ხუნდაძე. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის მოადგილეებად - გურამ მაჭარაშვილი და ეკა სეფაშვილი.

  • საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2024 წლის 13 დეკემბრის სხდომის გადაწყვეტილება
  • პოლიტიკური ჯგუფის შემადგენლობა