საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

საპარლამენტო დელეგაცია ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს შეხვდა

მედია და საზოგადოება 02 Jun 2026
საპარლამენტო დელეგაცია ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით კანადის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს ლიან რუდს და ჯგუფის წევრებს შეხვდა.


შეხვედრაზე განიხილეს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების როლის გააქტიურების, ორმხრივი ვიზიტების დინამიკის გაზრდის და ქვეყნებს შორის პირდაპირი, აქტიური კომუნიკაციის გაძლიერების საკითხები.

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მეგობრობის ჯგუფის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით კანადას ეწვია.

ნინო წილოსანმა და დელეგაციის წევრებმა ხაზი გაუსვეს პარტნიორებს შორის ობიექტური და დაზუსტებული ინფორმაციის ურთიერთგაცვლის მნიშვნელობას.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროკავშირთან კანადის მზარდი დაახლოების პარალელურად, მნიშვნელოვანია კანადამ საქართველოსთან მიმართებაში გადაწყვეტილებები ქვეყნის რეალურ რეფორმატორულ პროგრესსა და ავტორიტეტულ საერთაშორისო რეიტინგებზე დაყრდნობით მიიღოს, სადაც საქართველო ტრადიციულად მოწინავე პოზიციებს იკავებს.


კანადურმა მხარემ დაადასტურა სამხრეთ კავკასიაში საქართველოს უმნიშვნელოვანესი როლი, გამოხატა ინტერესი ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების გაფართოების მიმართულებით და მზაობა, ხელი შეუწყოს საპარლამენტო დიალოგის გაღრმავებას.