
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის გამოკლებული წევრის ირაკლი (დაჩი) ბერაიას ადგილმონაცვლის გრიგოლ აბესაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხზე იმსჯელა.
კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განმარტებით, კომიტეტმა განიხილა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მოწოდებული მასალები პარლამენტის გამოკლებული წევრის ირაკლი (დაჩი) ბერაიას ადგილმონაცვლის გრიგოლ აბესაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე, რის შესაბამისადაც მიზანშეწონილად მიიჩნია გრიგოლ აბესაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობა.
საკითხს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეყრება კენჭი.