
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის გამოკლებული წევრის პაატა სალიას ადგილმონაცვლის იოსებ ჯორბენაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხზე იმსჯელა.
კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განმარტებით, კომიტეტმა განიხილა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიწოდებული მასალები იოსებ ჯორბენაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე. შესაბამისად, მიზანშეწონილად მიიჩნია იოსებ ჯორბენაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობა.
საკითხს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.