საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ლევან მაჭავარიანის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი დაუჭირა

მედია და საზოგადოება 17 Apr 2024
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ლევან მაჭავარიანის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ირაკლი ბერაიას ადგილმონაცვლის ლევან მაჭავარიანის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი განიხილა.


კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან მიღებული შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე მიზანშეწონილია, რომ პარლამენტმა ცნოს ლევან მაჭავარიანის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. აღნიშნულ საკითხს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს.