
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ კულტურის კომიტეტთან არსებულ სამუშაო სივრცეში თემატური საინფორმაციო კუთხე გახსნეს.
სამუშაო სივრცეში წარმოდგენილია ეროვნული მნიშვნელობის კულტურული ძეგლების შესახებ მომზადებული ბანერები და ისტორიული მნიშვნელობის მქონე ეკლესიების ზუსტი მაკეტები, რომლებიც თვალსაჩინოდ ასახავს არქიტექტურულ განვითარებასა და სულიერ მემკვიდრეობას. ასევე გამოფენილია მრავალფეროვანი ექსპოზიცია, რომელიც მოიცავს ქართველ პოეტებსა და მწერლებზე, კინოსა და თეატრის, ასევე სამხატვრო სფეროს გამოჩენილ მოღვაწეებზე შექმნილ საინფორმაციო მასალებს.
საინფორმაციო კუთხის გახსნას კულტურის კომიტეტის და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.